დღეს, 23 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4408 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 323 ახალქალაქში და 143 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

4 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
5 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
2 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 290 ადამიანია იზოლირებული:

ახალციხე – 113
ახალქალაქი – 4
ბორჯომი – 107
ნინოწმინდა – 0
ასპინძა – 34
ადიგენი – 31

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდ სასტუმროებში 1 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში 72 პაციენტი რჩება.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 006 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 23 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 194 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.