თითქმის ბოლო 10 დღეა, ენზელ მკოიანის სახლის მიმდებარედ, თავისუფლება-ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთის ადგილას არსებული შექნიშანი არ მუშაობს. შუქნიშნები მიერთებული იყო ჰესზე, რომელმაც მუშაობა შეაჩერა. მერიაში ამბობენ, რომ მათი მუშაობის განახლებაზე მუშაობენ.
ახალქალაქში გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩის გზაჯვარედინზე შუქნიშანი თვითონ ენზელ მკოიანმა გათიშა. მერიაში განმარტეს, რომ ჰესი, რომელიც აღნიშნული შუქნიშნების ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფდა, მოქმედება შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ჰესი ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახს ეკუთვნის. რა მიზეზით შეწყვიტა მუშაობა სადგურმა, გათიშვა დროებითა, თუ მუდმივი, Jnews-ი დაზუსტებას შეეცდება.
ქალაქ ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, შუქნიშნები ახლო მომავალში ჩაირთვება.
“ჩვენ განცხადება კომპანია Energo Pro Georgia -ში უკვე შევიტანეთ, მათ შუქნიშნები თავიანთ ელექტროგადამცემ ხაზზე დააერთეს“, – ამბობს ის.