ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაზგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia-ს 25 111 აბონენტიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებით დეკემბერში 12 652 აბონენტი ისარგებლებს.
კომპანია Energo Pro Georgia-ს პრესცენტრის მონაცემებით, კომპანიის სამხრეთ ფილიალის (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ხაშური, გორი) 169 377 აბონენტიდან ელექტროენერგიაზე შეღავათები 101 460 აბონენტმა მიიღო.
დეკემბერში კომუნალური გადასახადების სახელმწიფო დაფინანსებით ახალქალაქი-ნინოწმინდაში 25 111 აბონენტიდან12 652 აბონენტს შეუძლია ისარგებლოს, ახალციხე-ადიგენში 23 969 აბონენტიდან 14 308 აბონენტს, ასპინძაში 3983 აბონენტიდან 2153 აბონენტს, ბორჯომში 20 163 აბონენტიდან 10 712 აბონენტს, გორში 54 586 აბონენტიდან 34 935 აბონენტს, ხაშურში 41 565 აბონენტიდან 26 700 აბონენტს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში კომუნალური გადასახადების სახელმწიფო დაფინანსებით 22 955 აბონენტიდან 14 343 აბონენტმა ისარგებლა. საერთო ჯამში ნოემბერში კომპანიის სამხრეთ ფილიალის 197 553 აბონენტიდან ელექტროენერგიაზე შეღავათი 135 687 აბონენტმა მიიღო.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, კომუნალური გადასახადები მთლიანად დაუფინანსდებათ ოთხი თვის განმავლობაში: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დაფინანსება, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადს ეხება.
ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომლებიც თვეში 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. მათი ანგარიშების დასაფარად ხელისუფლება 27 მილიონი ლარი (8 მლნ დოლარზე მეტი) გამოყო.
ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომლებიც თვეში 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. მათი ანგარიშების დასაფარად ხელისუფლებამ 27 მილიონი ლარი (8 მლნ დოლარზე მეტი) გამოყო.