ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი აცხადებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს კიდევ 14 ადამიანი ემსხვერპლა.
სომხეთში კორონავირუსის 160,544 შემთხვევა დადასტურდა, 2 878 ადამიანი გარდაიცვალა, 145 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდეა გამოცხადებული.