საქართველოში კორონავირუსის 2,012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 2,638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით  ქვეყანაში 25 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 224,155 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 208,951 გამოჯანმრთელდა და 2,443 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2,766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 41 გარდაიცვალა.