2025 წელს ქალისა და კაცის საათობრივ ხელფასებს შორის სხვაობამ 13.3% შეადგინა

2025 წელს ქალისა და კაცის საათობრივ ხელფასებს შორის სხვაობამ 13.3% შეადგინა

2025 წელს ქალისა და კაცის საათობრივ ხელფასებს შორის სხვაობამ 13.3% შეადგინა
2025 წელს ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.4 პროცენტია – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წელთან შედარებით ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო ყოველთვიური შესწორებული სახელფასო სხვაობა – 1.1 პროცენტული პუნქტით.2025 წელს მრეწველობის სფეროში ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 20.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში – 10.9 პროცენტი.

„დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 30.2 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების პოზიცია (23.5%)“, – აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

თეგები: ეკონომიკა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე