ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა – დაშავდა 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა – დაშავდა 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 – არასრულწლოვანია. ინფორმაცია “ფორმულას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა. მათი ცნობით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე