რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 179 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.43%-ით არის მომატებულია.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 134.27 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.60 დოლარით ანუ 0.43%-ით დაკლებულია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 60.74 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.35%-ით დაკლებულია.
რაც შეეხება საქართველოს, 12 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი მომატებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 360 ლარია (9 ოქტომბერს – 355 ლარი იყო), 750 სინჯის – 270 ლარი (9 ოქტომბერს – 266 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 210 ლარი ღირს (9 ოქტომბერს – 207 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.03 ლარი (9 ოქტომბერს – 4.92 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.40 ლარია (9 ოქტომბერს – 4.31 ლარი იყო).

თეგები: ფინანსები
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე