SJGC აბონენტებს აცნობებს, რომ 13 ოქტომბრის 06:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე დაგეგმილი გაზის გამორთვა გადაიდო და გაზმომარაგება არ შეწყდება.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ SJGC შეატყობინა, რომ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენის სხვადასხვა მონაკვეთზე 13 ოქტომბერს დაგეგმილი რეკონსტრუქცია გადაიდო, რის გამოც გაზმომარაგების დროებითი შეწყვეტაც არ მოხდება.