სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით პასპორტების გაცემისა და შეცვლის მომსახურების დაგეგმილი დროებითი შეჩერების შესახებ განაცხადა.
2026 წლის 11 მაისს სომხეთში მიიღეს კანონი „პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ“, რომელიც ქვეყანაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ახალი ბიომეტრიული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.
ახალ სისტემაზე გადასვლასთან და შესაბამისი გარდამავალი პროცედურების ორგანიზების აუცილებლობასთან დაკავშირებით, 2026 წლის 5 ოქტომბრიდან დროებით შეჩერდება სომხეთის რესპუბლიკის საელჩოებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით პასპორტების გაცემისა და შეცვლის მომსახურების გაწევა.
შეჩერება ასევე ვრცელდება ვიდეოკავშირის მეშვეობით გაწეულ მომსახურებაზეც.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საპასპორტო მომსახურების განახლების ვადების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება სომხეთის დიპლომატიური სამსახურის ოფიციალურ საინფორმაციო პლატფორმებზე.