საქართველოდან 3000 ადამიანი გააძევეს

საქართველოდან 3000 ადამიანი გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევა.

“ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 83 მოქალაქე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3000-ზე მეტი პირი.

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე