ჩაურიცხავ აბიტურიენტებს შეუძლიათ მეორადად ჩაირიცხონ ახალქალაქსა და ახალციხეში

ჩაურიცხავ აბიტურიენტებს შეუძლიათ მეორადად ჩაირიცხონ ახალქალაქსა და ახალციხეში

იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისაღებად ვაკანტური ადგილები გამოაცხადა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტებს ეძლევათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

ქართული ფილოლოგია (ახალქალაქი) – 8 ადგილი

ტურიზმი (ახალქალაქი) – 19 ადგილი

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 42 ადგილი

ინფორმაციული ტექნოლოგიები – 12 ადგილი

აგრონომია – 7 ადგილი

რეგისტრაცია სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე