„ეს გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის“ – ნაირ მელიქიანმა წარმატება ქვეყანას მიუძღვნა

„ეს გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის“ – ნაირ მელიქიანმა წარმატება ქვეყანას მიუძღვნა

ახალქალაქელმა მებრძოლმა, ნაირ მელიქიანმა გამარჯვება მოიპოვა სამანდარ ენიბაევთან ორთაბრძოლაში, რომელიც 29 აგვისტოს თბილისში, GAMA-ს ტურნირის ფარგლებში გაიმართა. საბრძოლო შეხვედრა სპეციალური ქამრისთვის, „BAD BOY BELT“-ისთვის დაპირისპირებად გამოცხადდა.

ტურნირის წინ ორგანიზატორები აღნიშნულ ქამარს წარადგენდნენ, როგორც ჯილდოს, რომელსაც „მხოლოდ ყველაზე ცუდი ბიჭები“ დაეუფლებოდნენ, ხოლო მელიქიანისა და ენიბაევის შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთი ცენტრალური ორთაბრძოლა გახდა.

გამარჯვების შემდეგ მელიქიანმა მოპოვებული ქამრით გადაღებული ფოტო და ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც თავისი წარმატება საქართველოს მიუძღვნა.

„ჩემს გამარჯვებას საქართველოს ვაძღვნი!“ — დაწერა სპორტსმენმა.

მელიქიანმა ასევე მიმართა ტურნირის ორგანიზატორებს და ფოტოს გამოქვეყნების გამო ბოდიში მოიხადა, აღნიშნა რა, რომ ეს ემოციების გავლენით გააკეთა. მებრძოლის თქმით, მას სურდა ეს მომენტი თავის გულშემატკივრებთან გაეზიარებინა და დაემტკიცებინა, რომ ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

„მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემ გვერდით იყო და ჩემი სჯეროდა. ღმერთმა დაგლოცოთ! წინ მივდივართ!“ — აღნიშნა სპორტსმენმა.

მელიქიანისთვის ეს გამარჯვება სპორტულ კარიერაში მორიგი მნიშვნელოვანი შედეგი გახდა. მანამდე ის გამოდიოდა კრივში, კიკბოქსინგში, კარატეში, MMA-სა და შიშველი ხელებით ორთაბრძოლებში (Bare Knuckle). 2025 წლის ივლისში მელიქიანმა ასევე გაიმარჯვა კულაჩნი ბოის საერთაშორისო ტურნირში (RCC), სადაც რუსი ვიაჩესლავ მიშერკინი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ნაირ მელიქიანი წარმოშობით ახალქალაქიდანაა. მის სპორტულ კარიერას მწვრთნელი არმენ გრიგორიანი ხელმძღვანელობს. 2025 წელს, მიშერკინზე გამარჯვების შემდეგ, მელიქიანს წარმატება UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მიულოცა.

თეგები: ექსპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე