ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა

ვებგვერდ teacherjobs.ge-ს მონაცემებით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ვაკანსიებია გამოცხადებული. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 ქართულ სკოლაში საჭიროა ფსიქოლოგი (სავარაუდო ხელფასი 700 ლარი) და დირექტორის მოადგილე (სავარაუდო ხელფასი 500–600 ლარი). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.
ასევე, სკოლას სჭირდება ქიმიის მასწავლებელი 7-ე, 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის. დატვირთვა — კვირაში 12 საათი, სავარაუდო ხელფასი — 800–1000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.

სოფელ აზმანის სკოლაში საჭიროა:

დაწყებითი კლასების მასწავლებელი 3-ე და 4-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 13 საათი, სავარაუდო ხელფასი — 1000 ლარი).

მათემატიკის მასწავლებელი 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 20 საათი, სავარაუდო ხელფასი — 1500 ლარი).

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 8 საათი, სავარაუდო ხელფასი — 700 ლარი).

საქართველოს ისტორიის მასწავლებელი 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 12 საათი, სავარაუდო ხელფასი — 1000 ლარი).

გეოგრაფიის მასწავლებელი 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 8 საათი, სავარაუდო ხელფასი — 600 ლარი).

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი 3-ე, 4-ე და 5-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 6 საათი, სავარაუდო ხელფასი — 500 ლარი).

ქიმიის მასწავლებელი 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 10 საათი, სავარაუდო ხელფასი — 900 ლარი).

ფიზიკის მასწავლებელი 8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 10 საათი, სავარაუდო ხელფასი — 900 ლარი).

მუსიკის მასწავლებელი 1-ელ, 3-ე, 4-ე, 6-ე, 7-ე, 9-ე და 10-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 10 საათი, სავარაუდო ხელფასი — 900 ლარი).

სოფელ აზმანის სკოლაში ასევე საჭიროა სოციალური მუშაკი (სავარაუდო ხელფასი 350 ლარი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.

სოფელ ტურცხის სკოლამ ვაკანსიები შემდეგ საგნებზე გამოაცხადა:

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი 9-ე, 10-ე, 11-ე და 12-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 8 საათი, სავარაუდო ხელფასი — 668–834 ლარი).

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი 1-ელი–10-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 17 საათი, სავარაუდო ხელფასი — 1485–1857 ლარი).

მუსიკის მასწავლებელი 1-ელი–9-ე კლასებისთვის (დატვირთვა — კვირაში 17 საათი, სავარაუდო ხელფასი — 1485–1857 ლარი).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე