ახალქალაქში კარტოფილის სარწყავი სეზონი პიკზეა: ტარიფები გაიზარდა, სისტემები განახლდა

ახალქალაქში კარტოფილის სარწყავი სეზონი პიკზეა: ტარიფები გაიზარდა, სისტემები განახლდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვის სეზონი აქტიურ ფაზაშია. „საქართველოს მელიორაციამ“ წყლის მიწოდება 15 ივლისიდან დაიწყო. სისტემები შეუფერხებლად მუშაობს, ხოლო ლოკალური დაზიანებები ოპერატიულად აღმოფხვრილია.

ფერმერები სეზონითა და ამინდით კმაყოფილნი არიან. წელს პირველად სრული დატვირთვით ამოქმედდა „დილისკა-პტენა-ჩუნჩხას“ მოდერნიზებული მექანიკური სისტემა და ექსპლუატაციაში შევიდა სოფელ ტურცხის წყალსაცავი (კომპანიამ მუნიციპალიტეტში სულ 11 წყალსაცავი მიიღო, 2 კი გადაცემის პროცესშია).

ინფრასტრუქტურა და ტარიფები

მუნიციპალიტეტში სულ 8 სარწყავი სისტემა მოქმედებს (6 მექანიკური და 2 თვითდინებითი):
ლომატურცხი (თვითდინებითი): ალათუმანი, ქოჩიო, გოდოლარი, ლომატურცხი, ტურცხი, ქოთელია, ხანდო.
ქოთელია (მექანიკური): სოფელი ქოთელია (უერთდება ლომატურცხის სისტემას).
ზაკი (მექანიკური): ზაკი, ქოთელია, არაგვა, ორჯა, ხანდო (უერთდება ლომატურცხის სისტემას).
ალმალი-მურჯახეთი (მექანიკურ-თვითდინებითი): ყულალისი (ნინოწმინდა), ასევე ხოსპიო, მურჯახეთი, ვაჩიანი, ჩამდურა, კიროვაკანი, კულიკამი და კარტიკამი.
ოკამი (მექანიკური): ოკამი, ქარსები, გოგაშენი, აპნია.
დილისკა-პტენა-ჩუნჩხა (მექანიკური): დილისკა, პტენა, ჩუნჩხა.
ზვრესი (მექანიკური): დილისკა, ჩამდურა, კიროვაკანი, კუმურდო, ვაჩიანი.
სემეკ-ის (GNERC) გადაწყვეტილებით, 1 ჰექტარი მიწის მორწყვის ტარიფი 75 ლარიდან 116.5 ლარამდე გაიზარდა. ახალი ტარიფის გავლენასა და ფერმერების ფინანსურ შედეგებს შეფასება სეზონის ბოლოს გაეთვლება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე