გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოს ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღისით ტემპერატურა +28…+30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღისით +23…+25 გრადუსი.
თბილისი: შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. დღისით ჰაერის ტემპერატურა +31…+33 გრადუსს მიაღწევს.
შავიზღვისპირეთი (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელვით. დღისით +27…+29 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს ბარი (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღისით +30…+32 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღისით +30…+32 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები (მესტია, ბახმარო): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღისით +27…+29 გრადუსი.
ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღისით +31…+33 გრადუსი.
კახეთი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ცალკეულ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით +31…+33 გრადუსი.