მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ფერისცვალების დღესასწაული 12 მთავარ (საუფლო) დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. წმინდა სახარების თანახმად, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის — პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და მათ ზეციური ნათლითა და დიდებულებით მოევლინა.
იერუსალიმში ყოველწლიურად სამი ხილული სასწაული ხდება: აღდგომას — წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა; ნათლისღებას (19 იანვარს) — მდინარე იორდანეს უკუღმა სვლა; ხოლო 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს — თაბორის მთაზე ღრუბლის გამოჩენა. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება.