რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიოსა და საქართველოში

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიოსა და საქართველოში

მსოფლიო ბირჟებზე ერთდღიან ჭრილში ოქრო და ვერცხლი მცირედით გაიაფდა, საქართველოში კი ფასები არ შეცვლილა.

Gold Price-ს მონაცემებით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 388 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.65%-ით დაიკლო.

რაც შეეხება ვერცხლს, თბილისის დროით 12:30 საათისთვის ერთი უნციის ღირებულება 64.9 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.72%-ით კლებას აჩვენებს.

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 323 ლარია, 750 სინჯის – 242.1 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 189 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.07 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 3.56 ლარი ღირს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე