რა ღირს „ღირსეული სიბერე“ მსოფლიოში და რა არის ამისთვის საჭირო საქართველოში?

რა ღირს „ღირსეული სიბერე“ მსოფლიოში და რა არის ამისთვის საჭირო საქართველოში?

როდესაც საპენსიო ასაკზე ვფიქრობთ, პირველი კითხვა, რაც თითქმის ყველას გვიჩნდება არის ის, თუ რამდენი დანაზოგი დამჭირდება იმისათვის, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ღირსეულად და კომფორტულად ვიცხოვრო?“

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა NetCredit-მა და Numbeo-მ გააანალიზეს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა და გამოითვალეს, თუ რა ჯდება საშუალოდ 15-წლიანი „კომფორტული საპენსიო“ ცხოვრება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. visualcapitalist-მა შესაბამისი რეიტინგიც შეადგინა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბევრი 1.1 მლნ დოლარი “ღირსეული სიბერისთვის“ სინგაპურში სჭირდებათ, ყველაზე ცოტა კი პაკისტანში, სულ რაღაც 187 ათასი დოლარი. რეიტინგში სულ 95 ქვეყანა მოხვდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5-5 ქვეყანას, სადაც „ღირსეული სიბერისთვის“ ყველაზე ბევრი/ცოტა თანხაა საჭირო.

5 ქვეყანა, სადაც პენსიონერს კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაზე მეტი თანხა სჭირდება:

სინგაპური – 1.1 მლნ დოლარი
ისლანდია – 893 ათასი დოლარი
შვეიცარია – 859 ათასი დოლარი
ლუქსემბურგი – 794 ათასი დოლარი
აშშ – 738 ათასი დოლარი
5 ქვეყანა, სადაც პენსიონერს კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაზე ცოტა თანხა სჭირდება:

ნეპალი – 214 ათასი დოლარი
ეგვიპტე – 190 ათასი დოლარი
ბანგლადეში – 190 ათასი დოლარი
ინდოეთი – 189 ათასი დოლარი
პაკისტანი – 187 ათასი დოლარი
რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, აქ მონაცემები ასე გადანაწილდა:

სომხეთი – 260 ათასი დოლარი
აზერბაიჯანი – 270 ათასი დოლარი
რუსეთი – 281 ათასი დოლარი
საქართველო – 315 ათასი დოლარი
თურქეთი – 361 ათასი დოლარი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე