საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ორ საერთაშორისო ტენდერზე, რომელთა დასრულების თავდაპირველ თარიღად 14 აგვისტო იყო დადგენილი. განახლებული პირობების თანახმად, შესყიდვაში ინტერესის გამოხატვის ვადამ 24 აგვისტომდე გადაიწია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს ავტომაგისტრალების მშენებლობაზე ორი საერთაშორისო ტენდერი 7 ივლისს გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 26 ხიდი და 11 სატრანსპორტო კვანძი.
სატენდერო პირობების მიხედვით, აღნიშნული ავტომაგისტრალი 4 მონაკვეთადაა დაყოფილი: რუსთავი-წითელი ხიდი (რუსთავი-ალგეთი (ლოტი I), ალგეთი-წითელი ხიდი (ლოტი II), ალგეთი-სადახლო (ალგეთი-არფალო (ლოტი III) და არფალო-სადახლო (ლოტი IV).
პროექტის საერთო ღირებულება 250 მილიონ ევროს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხით ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 61,2 კმ საერთო სიგრძის გზის მშენებლობა, საიდანაც პირველი მონაკვეთის სიგრძე 21 კმ-ია, მეორე მონაკვეთის – 10,9 კმ, მესამესი – 13 კმ, ხოლო მეოთხესი – 16,3 კმ.
პროექტის თანახმად, ადგილზე უნდა აშენდეს 4-ზოლიანი ბეტონის საფარიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით.
ამასთან, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.