Wildberries-მა რიაზანის საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა

29.07.2026 Newsroom სიახლე 281
Wildberries-მა რიაზანის საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა

კომპანია Wildberries-მა რიაზანში მდებარე ლოგისტიკური ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, რიაზანში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკური ობიექტის თანამშრომლების ევაკუაცია უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული იერიში იყო მოგერიებული.

გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე