ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განგაშს ტეხს. მისი თქმით, Telegram-არხებში გამოჩნდა და აქტიურად ვრცელდება ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). მას ასევე ყიდიან დასახელებით — K2.
„ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება იყოს ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო საშიში. მათ მოხმარებას ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკები ახლავს.
შესაძლო შედეგები:
ძლიერი შფოთვა და პანიკური შეტევები;
ჰალუცინაციები და ფსიქოზი;
აგრესია;
კრუნჩხვები;
გონების დაკარგვა;
სუნთქვის გაძნელება;
ზოგ შემთხვევაში — სიკვდილიც კი.
ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. მას ასევე ეწევიან სხვა სტიმულატორებთან ერთად (მაგალითად: მეფედრონი, ალფა-PVP და ა.შ.), რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
თუ ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ თქვენ ან თქვენს ახლობელს ეწყება უცნაური ქცევა, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები ან სუნთქვის პრობლემები — დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში.
გთხოვთ, გააზიაროთ ეს ინფორმაცია. ერთ გაზიარებასაც კი შეუძლია ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა“, — აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.
ფოტო Jnews-ის არქივიდან