გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა და სეტყვა, ჰაერის ტემპერატურა კი კვლავ ზომიერად მაღალი ნარჩუნდება.
გთავაზობთ ამინდის დეტალურ პროგნოზს აღმოსავლეთ საქართველოში; ახალქალაქი და ნინოწმინდა მაღალმთიან რაიონებს მიეკუთვნება, ხოლო ახალციხე — მთიან რაიონებს.
13 ივლისი – ორშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილგამორთ ხანმოკლე წვიმა და ელვა, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. ქარი ცვალებადი მიმართულების 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°;
მთაში: ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°;
მაღალმთაში: ღამით +9, +14°, დღისით +19, +24°.
14 ივლისი – სამშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილგამორთ ხანმოკლე წვიმა და ელვა, დღისით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთის 10-15 მ/წმ, ელვის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +18, +23°, დღისით +30, +35°;
მთაში: ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°;
მაღალმთაში: ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°, ადგილგამორთ +28°.
15 ივლისი – ოთხშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილგამორთ ხანმოკლე წვიმა და ელვა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. ქარი დასავლეთის 10-15 მ/წმ, ადგილგამორთ ძლიერი 17-22 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +18, +23°, დღისით +27, +32°;
მთაში: ღამით +13, +18°, დღისით +24, +29°;
მაღალმთაში: ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°.