უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით, დღეს სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქოში ასევე განმარტეს, რომ მღვდელმთავრების ავტომანქანები განთავსდება არა ტაძრის ეზოში, არამედ გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ქალაქ მცხეთაში შესვლა არ შეიზღუდება და გადაადგილება თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მორწმუნეები აღნიშნავენ დღესასწაულს „სწორთა ათორმეტთა მოციქულთა კრება“ — თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობას.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ — 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება.