წარუკიანის გამარჯვება ხამიტოვთან ჭიდაობის ტურნირზე RAF Georgia

11.07.2026 Newsroom სიახლე 141
წარუკიანის გამარჯვება ხამიტოვთან ჭიდაობის ტურნირზე RAF Georgia

UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერმა, სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენელმა არმან წარუკიანმა, თბილისში გამართულ ტურნირზე Real American Freestyle (RAF) Georgia ყაზახ კუატ ხამიტოვზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ორთაბრძოლა წარუკიანის სასარგებლოდ, ანგარიშით 11:0 დასრულდა.

საღამოს მთავარ ბრძოლაში საკუთარ ძალებს გამოსცდიან 39 წლის ამერიკელი მებრძოლი, თავისუფალ ჭიდაობაში 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში ჰენრი სეხუდო და 35 წლის UFC-ის ყოფილი ჩემპიონი უმსუბუქეს წონაში, ქართველი მერაბ დვალიშვილი.

არმან წარუკიანი 29 წლისაა. ახალქალაქელმა სპორტსმენმა შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) პროფესიონალური დებიუტი 2015 წლის სექტემბერში შეასრულა, ხოლო UFC-თან თანამშრომლობა 2019 წლის აპრილიდან დაიწყო.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე