ქართული ცხვრის ძირითადი მყიდველები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანი არიან

ქართული ცხვრის ძირითადი მყიდველები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანი არიან

2026 წლის ივნისში საქართველოდან 2,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 17,5 ათასი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 5,5-ჯერ, ხოლო მათი ღირებულება 6,8-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„2026 წლის ივნისში ექსპორტირებული ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასმა ერთ სულზე 120 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: აზერბაიჯანი (9,1 ათასი სული), ერაყი (4,8 ათასი სული), ქუვეითი (2,4 ათასი სული) და კატარი (1,2 ათასი სული).

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე