კიკბოქსინგის K-1 პროფესიონალურ ტურნირზე, რომელიც 10–11 ივლისს სომხეთში გაიმართა, ახალქალაქელმა სპორტსმენმა ნაირ მელიქიანმა 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირანელი მეტოქე დაამარცხა.

10–11 ივლისს სომხეთში კიკბოქსინგის K-1 ღია პროფესიონალური ტურნირი ჩატარდა, რომელზეც ახალქალაქელმა სპორტსმენმა ნაირ მელიქიანმა წარმატებით იასპარეზა.

ნაირ მელიქიანმა ორთაბრძოლა 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართა და ირანის წარმომადგენელზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

25ed42df-d28d-47ed-921d-374c17f65058

სპორტსმენი არმენ მელიქიანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ტურნირის შედეგების მიხედვით, ნაირმა ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

თავისი გამარჯვება სპორტსმენმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანს მიუძღვნა.

ტურნირის მსვლელობისას, სომხეთის შიდოკან კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა, უსიკ მირზიკიანმა ნაირ მელიქიანს შავი ქამარი გადასცა.

68e7e996-4ba8-44d8-aeed-1a6843235e52