სად არის რეგიონში ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი იპოთეკური განაკვეთები?

08.07.2026 Newsroom სიახლე 140
სად არის რეგიონში ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი იპოთეკური განაკვეთები?

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის იპოთეკური სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი თურქეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი — აზერბაიჯანში, რასაც კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი საპროცენტო განაკვეთების მიხედვით მსოფლიო ლიდერებს შორისაა. იგი რეიტინგში შესულ 99 ქვეყანას შორის მეორე ადგილს იკავებს, საშუალო საპროცენტო განაკვეთით 41,76%.
საქართველო იპოთეკურ სესხებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების მქონე მსოფლიოს 20 ქვეყანას შორისაა.
აზერბაიჯანი რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს, სადაც იპოთეკური სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,97%-ს შეადგენს.
საქართველო Numbeo-ს რეიტინგის ტოპ-20-ში შედის — იპოთეკური სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,43%-ია, რითაც საქართველო მხოლოდ მეზობელ აზერბაიჯანს უსწრებს.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იპოთეკური სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი ასეთია:
თურქეთი – მე-2 ადგილი (41,76%);
რუსეთი – მე-6 ადგილი (21,31%);
სომხეთი – მე-14 ადგილი (13,64%);
საქართველო – მე-18 ადგილი (12,43%);
აზერბაიჯანი – 31-ე ადგილი (8,97%).
BusinessPressNews-ს მოჰყავს მსოფლიოს იმ ხუთი ქვეყნის მონაცემები, სადაც, Numbeo-ს თანახმად, იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
არგენტინა – 62,68%;
თურქეთი – 41,76%;
უზბეკეთი – 24,12%;
ირანი – 23,03%;
ვენესუელა – 22,02%.
ქვეყნის სია, სადაც იპოთეკური სესხები შედარებით ყველაზე იაფია:
შვეიცარია – 2,06%;
იაპონია – 2,09%;
ტაივანი – 2,38%;
სინგაპური – 2,47%;
ბულგარეთი – 3,20%.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე