ექიმები ახალქალაქის სოფლებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

08.07.2026 Newsroom სიახლე 100
ექიმები ახალქალაქის სოფლებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ექიმები მუნიციპალიტეტის 25 იმ სოფელში, სადაც ამბულატორიები მოქმედებს, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ, რათა მოსახლეობამ სამედიცინო დახმარების მიღება ადგილზე შეძლოს. აქცია ხვალ, 8 ივლისს, სოფელ დილისკაში დაიწყება.

9 ივლისს ახალქალაქის რაიონული ჰოსპიტლის ექიმები უფასო კონსულტაციებს სოფელ დილისკის ამბულატორიაში გამართავენ. სპეციალისტებს შორის იქნებიან: კარდიოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, თერაპევტი და სხვები. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას უბნის ექიმი და მედდა უზრუნველყოფენ.

აქცია პერიოდულად ჩატარდება; შემდეგი ვიზიტი 17 ივლისს სოფელ ალასტანშია დაგეგმილი, ხოლო დეტალური განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შპს „საქართველოს კლინიკები“, რომელიც ახალქალაქის საავადმყოფოს ფლობს, ადგილობრივ ექიმებთან თანამშრომლობით აქციას მუნიციპალიტეტის სოფლებში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ატარებს. იმ სოფლების მცხოვრებლებს, სადაც ამბულატორია არ არის, მომსახურებით სარგებლობა მეზობელ სოფლებში შეეძლებათ. სამედიცინო პერსონალმა ასევე უნდა აცნობოს იმ ახლომდებარე სოფლების მოსახლეობასაც, სადაც აქცია არ ტარდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე