საქართველოს მოსახლეობას მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

04.07.2026 Newsroom სიახლე 153
საქართველოს მოსახლეობას მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთიან რეგიონებში დღეიდან ამინდის გაუარესების შესახებ გაავრცელა გაფრთხილება.
„3 ივლისის საღამოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს წყალდიდობები, ასევე მეწყრული პროცესების გააქტიურება გორაკ-ბორცვიან და მთიან რაიონებში. საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე