ქართული მოცვის თითქმის მთელი ექსპორტი რუსეთში გადის

04.07.2026 Newsroom სიახლე 134
ქართული მოცვის თითქმის მთელი ექსპორტი რუსეთში გადის

ქართული მოცვის მთავარ სარეალიზაციო ბაზრად რუსეთი რჩება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული მოცვის 95% სწორედ რუსეთზე მოდის.

უფრო დეტალურად, სამინისტროს თანახმად, 2026 წლის 1 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით ექსპორტირებულია 2.2 ათასი ტონა მოცვი, 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 13%-ით (259 ტონა), ხოლო ღირებულება 12%-ით (1.7 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

რუსეთი – 2 097 ტონა;
სომხეთი – 44 ტონა;
გერმანია – 30 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 18 ტონა.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 7.1 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ წელს, არახელსაყრელმა ამინდებმა მოსავლის აღება შეაფერხა. სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, რომ ქართული მოცვის სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, დაწყებული კლიმატური პირობებით, დასრულებული სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტით.

მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მოლოდინია, რომ წელს მოცვის მოსავალი 40%-ით გაიზრდება და ექსპორტი 10,000 ტონას მიაღწევს, მაშინ როცა წინა წელს 7 000 ტონა იყო მაჩვენებელი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე