საქართველოდან სატვირთო მანქანების მძღოლებს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ

30.06.2026 Newsroom სიახლე 134
საქართველოდან სატვირთო მანქანების მძღოლებს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ

რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის და 180 დღით დარჩენისთვის საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა განცხადება უნდა წარადგინონ.
ელექტრონულ განაცხადში მითითებული უნდა იყოს რუსეთში შესვლისა და დარჩენის მიზეზი, ასევე, პასპორტისა და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
ცნობისთვის, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დარჩენის ვადა 180 დღემდე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის მიერ 27 აპრილს გამოცემული დადგენილებით გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში 30 ივნისს შევიდა.

თეგები: მსოფლიო
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე