„სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ საერთაშორისო მაგისტრალზე მდებარე პატარა გორელოვკა დიდი ხანია ყურადღებას იპყრობს აქ მცხოვრები დუხობორების წყალობით. თუმცა, სოფლის უნიკალური ისტორიის მიღმა ყოველდღიური სირთულეები იმალება: პრობლემები მეცხოველეობაში, მდინარის დაბინძურება, გაზის არქონა და ახალი სკოლის მშენებლობის აუცილებლობა.
სოფელი გორელოვკა მცირე დასახლებაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელიც სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი საერთაშორისო ტრასის ორსავე მხარესაა გაშენებული. სოფელში 50-მდე ოჯახია. აქ სომხები, დუხობორები და აჭარლები ცხოვრობენ. ამასთანავე, გორელოვკაში მოქმედებს სომხური, ქართული და რუსული სკოლები.
ცნობადობის მიუხედავად, სოფელს საკუთარი პრობლემები აქვს: ბუნებრივი აირის არქონა, ახალი სომხური სკოლის მშენებლობის აუცილებლობა, სირთულეები მეცხოველეობაში, საძოვრების ნაკლებობა, მდინარის ნაკელით დაბინძურება, გზებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა საკითხები.
გორელოვკაში, ძირითადად, მეცხოველეობას მისდევენ. მიუხედავად დაბალი მომგებიანობისა, რაზეც ადგილობრივები საუბრობენ, ისინი მაინც აგრძელებენ საქონლის ყოლას და სულადობას არ ამცირებენ.
მნო ევაჯიანს 5 ძროხა ჰყავს და ამბობს, რომ სოფელში საძოვრების ნაკლებობა იგრძნობა, რძის ფასი კი ძალიან დაბალია.
„შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამ ძროხებსაც არ გავაჩერებდი. აბა, სხვა რით უნდა დაკავდე სოფელში? არსებული საქონლისთვის საძოვრები ცოტაა“, – ამბობს მნო ევაჯიანი.
სოფლის კიდევ ერთი მცხოვრებიც აღნიშნავს, რომ მეცხოველეობას კვლავინდებურად მისდევენ, თუმცა უკმაყოფილოები არიან.
„პირობები არ გვაქვს. მწყემსის პრობლემა არ გვაწუხებს, მთავარი საფიქრალი საძოვრები და რძის დაბალი ფასია“, – ამბობს ადგილობრივი.
მას 10 ძროხა ჰყავს. საქონლის რაოდენობის გაზრდა არ სურს, თუმცა არც შემცირებას აპირებს და ამას იმით ხსნის, რომ სოფელში, უბრალოდ, სხვა საქმე არ არის.
სოფლის ბევრი მცხოვრები 20, 30 ან 40 ძროხას უვლის. გორელოვკაში მსხვილი ფერმერებიც არიან — 5-მდე ადამიანი, რომელთაც 150 და მეტი სული საქონელი ჰყავთ.
ადგილობრივები ბუნებრივი აირის არქონაზეც ჩივიან, რაც თუნდაც ოდნავ შეუმსუბუქებდათ ისედაც მძიმე ყოფას.
აკობ აღაიანი ამბობს, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირის შეყვანას უკვე 10 წელია ჰპირდებიან.
„ჩემი აზრით, ბოლო უკვე ჩანს. ზუსტად წელს დაგვპირდნენ, ამბობენ, მასალაც უკვე მოიტანესო“, – ამბობს აკობ აღაიანი.
მისი თქმით, მეცხოველეობა მისი ოჯახისა და სოფლის მცხოვრებლებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათ 10 ძროხა ჰყავთ.
ერთ-ერთი ყველაზე სავალალო პრობლემა მდინარის დაბინძურებაა. ღორების ფერმებიდან ნარჩენი შრატისა და ნაკელის ჩადინების გამო წყალი ბინძურდება. ამას არავინ აკონტროლებს: ყველა თავისი სახლის წინ აგროვებს ნაკელს, რომელიც მერე მდინარეში ხვდება. კონტროლი უნდა გამკაცრდეს, თორემ აქ ეკოლოგიური კატასტროფა დატრიალდება. ზოგი ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს, ზოგი კი — პირიქით. საჭიროა გადაწყვეტილება ზემოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კრიტიკული გახდება“, — ამბობს ანდრეი.
მისი თქმით, საკუთარი საქონლის ნაკელი მას გააქვს და მიწის ნაკვეთებზე ანაწილებს. მას 10 ძროხა ჰყავს.
სოფელ გორელოვკაში ქართული და რუსული სკოლები უკვე გაარემონტეს, თუმცა სომხური სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია.
გასული წლის სექტემბრიდან სომხური სკოლის 100-მდე მოსწავლე ჯერ ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი მათ სოფელ ორლოვკის სკოლაში დაიწყეს სიარული მეორე ცვლაში. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ორგანიზებული იყო ორი მარშრუტი: დილით ისინი მიჰყავდათ, საღამოს კი უკან აბრუნებდნენ.
ადგილობრივების თქმით, სახელმწიფო ძველი შენობის დემონტაჟს და მის ადგილას ახალი, უფრო ფართო სკოლის აშენებას გეგმავს. თუმცა, სოფელში ზუსტად არ იციან, თუ როდის დაიწყება მშენებლობა.
სომხური სკოლის მეოთხე კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სექტემბრიდან ისინი სოფელ ორლოვკაში აღარ ივლიან და დროებით გორელოვკის ქართულ სკოლაში გადავლენ, სადაც მეორე ცვლაში ისწავლიან — მანამ, სანამ ახალი სკოლა არ აშენდება. ვინაიდან რუსული სკოლა უკვე გაორემონტებულია, ამ სკოლის მოსწავლეები ქართულ სკოლაში აღარ ივლიან.
„ჩემი ოჯახი სულადობას არც ზრდის და არც ამცირებს. საძოვრების დეფიციტია. რძის ფასი რომ გაიზარდოს, კარგი იქნებოდა, თუმცა მწარმოებლებისაც გავიგებთ“, – დასძენს ის.
სოფლის მცხოვრები ანდრეი კი აღნიშნავს, რომ გორელოვკაში ბევრი პრობლემაა, თუმცა მას განსაკუთრებით მდინარის დაბინძურება აშფოთებს.