მსოფლიოში მარკეტებში 1 კგ ვაშლის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სამხრეთ კორეაში, ყველაზე დაბალი კი ირანშია – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.
კერძოდ, კვლევის თანახმად, სამხრეთ კორეაში 1 კგ ვაშლის საშუალო ფასი მარკეტებში 7.12 დოლარს შეადგენს, ირანში კი ღირებულება 90 ცენტის ფარგლებში მერყეობს.
უფრო კონკრეტულად, 5 ქვეყანა, სადაც ვაშლი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
სამხრეთ კორეა – 7.12 დოლარი;
შრი ლანკა – 5.76 დოლარი;
ვენესუელა – 5.51 დოლარი;
აშშ – 5.26 დოლარი;
კოსტა რიკა – 5.05 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც ვაშლის ფასი ყველაზე დაბალია, ასეთია:
ირანი – 90 ცენტი;
მოლდოვა – 1.01 დოლარი;
ერაყი – 1.02 დოლარი;
უკრაინა – 1.11 დოლარი;
პაკისტანი – 1.13 დოლარი.
რა ღირს 1 კგ ვაშლი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
კვლევის თანახმად, საქართველოს სამეზობლოში 1 კგ ვაშლის ფასი მარკეტებში ყველაზე ძვირი რუსეთშია და 2.05 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 99 ქვეყანას შორის რუსეთი 61-ე ადგილზეა.
ვაშლის ფასი მარკეტებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია და ფასი 1.14 დოლარს უტოლდება. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანში რეიტინგში 94-ე ადგილზეა. ვაშლის სიიაფით აზერბაიჯანში მოსდევს სომხეთი. აქ 1 კგ. ვაშლის ფასი 1.28 დოლარია, რითაც ქვეყანა 89-ე ადგილზეა.
სომხეთს კილოგრამზე 1.32 დოლარითა და 88-ე ადგილით სამეზობლოში მოსდევს საქართველო. კვლევის მიხედვით, საქართველოზე ძვირია ვაშლი თურქეთში (75-ე ადგილი) – აქ საშუალო ფასი მარკეტებში 1.81 დოლარის ფარგლებშია.