სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
ცესკოს მონაცემებით, დღის ორ საათისთვის აქტივობამ 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნების მაჩვენებელზე 8%-ით მაღალია.
ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 847 226 ადამიანმა მიიღო.
დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 2,5 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათამდე იმუშავებს.