სომხეთმა ოფიციალურად გახსნა თავისი პირველი ხელოვნური ინტელექტის (AI) ფაბრიკა

03.06.2026 Newsroom სიახლე 198
სომხეთმა ოფიციალურად გახსნა თავისი პირველი ხელოვნური ინტელექტის (AI) ფაბრიკა

სომხეთმა ოფიციალურად გახსნა თავისი პირველი ხელოვნური ინტელექტის (AI) ფაბრიკა

კომპანია Eleveight-მა ობიექტი გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ გაგარინში ააშენა.

ამ დროისთვის, ეს არის ხელოვნური ინტელექტის პირველი ქარხანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც NVIDIA Blackwell B300 ტექნოლოგიას იყენებს. პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიამ $70 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2026 წლის ბოლომდე კიდევ $50 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

დეველოპერები მოელიან, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ბიზნესს, სტარტაპებს, კვლევებსა და განათლებას.

ხელოვნური ინტელექტის ფაბრიკა შეესაბამება NVIDIA Reference Architecture-ის სტანდარტებს. შედეგად, საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებსა და კვლევით ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი პროექტები სომხეთში გადაიტანონ და ისე აამუშაონ, რომ ტექნიკური ინტეგრაციის პრობლემებს არ წააწყდნენ.

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრომ და Eleveight AI-მ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ხელოვნური ინტელექტის ფაბრიკა საფუძველს უყრის სომხეთის მომავალი ეკონომიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს. ამ პროექტით სომხეთი ხდება არა მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ მსოფლიო ბაზრისთვის მათი მწარმოებელი და მიმწოდებელიც“, — განაცხადა მხითარ აირაპეტიანმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე