მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 452 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.86%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 74.19 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.39%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 397 ლარი ღირს, 750 სინჯის – 298 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 232 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.54 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.72 ლარი ღირს.