საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2–4 ივნისის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, შედარებით თბილი ამინდის ფონზე, ქვეყნის ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
თბილისში საღამოს საათებში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23…+25 °C იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ადგილგამორჩევით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12…+17 °C-ს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ადგილგამორჩევით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18…+23 °C იქნება.
სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში – 2 ივნისს მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, შემდგომ დღეებში კი ამინდი გაუმჯობესდება და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20…+25 °C-მდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2 ივნისს ასევე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, რის შემდეგაც უფრო თბილი და უნალექო ამინდი დამყარდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24…+29 °C იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ადგილგამორჩევით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19…+24 °C იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ადგილგამორჩევით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14…+19 °C-ს შეადგენს.
ქართლის რეგიონში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ადგილგამორჩევით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21…+26 °C იქნება.
კახეთის რეგიონში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ადგილგამორჩევით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20…+25 °C-ს მიაღწევს.