მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასებმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 495 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.60%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 75.49 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.84%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
ოქროს ფასმა მცირედით მოიმატა საქართველოშიც. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 401 ლარი ღირს, 750 სინჯის – 301 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 235 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.50 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.69 ლარი ღირს.