დღეს, 28 მაისს, ახალქალაქში თბილი და მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით შესაძლოა +20°-მდე გათბეს, თუმცა უახლოეს 2 დღეში კვლავ მოსალოდნელია აცივება და ღამით მინუსოვანი ტემპერატურაც კი. გთავაზობთ 29 და 30 მაისის ამინდის დეტალურ პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი და ნინოწმინდა მაღალმთიან რეგიონებს მიეკუთვნება, ხოლო ახალციხე – მთიან რეგიონებს.
29 მაისი
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ადგილებად ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ადგილებში ძლიერი – 20-25 м/წმ.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +12, +17°, დღისით +18, +23°, ადგილგამორჩევით +26°-მდე;
მთაში: ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°;
მაღალმთაში: ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°.
30 მაისი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილებზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ადგილებში ძლიერი – 20-25 მ/წმ, ღამით შესაძლოა 28 მ/წმ-მდეც გაძლიერდეს.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°;
მთაში: ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°;
მაღალმთაში: ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°, ადგილგამორჩევით +12°-მდე.