ახალქალაქში ბევრი სტარტაპი, რომელიც სხვადასხვა პროგრამის მხარდაჭერით ან დამოუკიდებლად დაიწყო, საწყისი სირთულეების გამო დაიხურა. თუმცა, და-ძმის მიერ წამოწყებული სტარტაპი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ განაგრძობს განვითარებას.
ახალქალაქის მერიის პირდაპირ იდგა ჩვეულებრივი სახლი, საიდანაც მუსიკის ხმა ისმოდა და ახალი საღებავის სუნი მოდიოდა. „Coffeex“-ის მომავალმა მფლობელებმა შენობა საკუთარი ხელით მოაწესრიგეს: სივრცე გადაატიხრეს, ინტერიერი გააფორმეს, აპარატურა დაამონტაჟეს და დაიწყეს საქმე, რომლისაც გულწრფელად სჯეროდათ, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმოდათ, როგორი გახდებოდა ის. მაგრამ იმ ადგილას სიმყუდროვე და კომფორტი უკვე მაშინვე იგრძნობოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნამდვილი სტარტაპი იყო. 2023 წელს ახალქალაქში ჯერ კიდევ არ არსებობდა ყავახანა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყავის მომზადების სხვადასხვა მეთოდისსა და სხვა საავტორო სასმელების გასინჯვა. „Coffeex“ ქალაქში ერთ-ერთი პირველი ასეთი ადგილი გახდა.
„ეს იდეა, სინამდვილეში, ჩემს ძმას, ნააპეტს გაუჩნდა. ერთხელ ის და მისი მეგობარი ქუჩაში საუბრობდნენ, როდესაც ერთმა ქართველმა, რომელიც სხვადასხვა კარებს აბაკუნებდა, იკითხა: „ყავა გაქვთ?“ და ყველგან უპასუხეს: „არა“. მაშინ მან თქვა: „ეს რა უცნაური ქალაქია?“ — და წავიდა“, — ამბობს ლუსინე უნანიანი.
მაშინ ნაჰპეტს გაუჩნდა იდეა, რომ თავის დასთან ერთად ყავახანა გაეხსნა.
მიუხედავად სიმამაცისა და გადაწყვეტილების სიმტკიცისა, ყავახანის შემქმნელებს საკუთარი შიშები და ეჭვები მაინც ჰქონდათ. მათი იდეა იყო ისეთი ადგილის გახსნა, სადაც თავისუფლად მოსვლას შეძლებდნენ როგორც სხვადასხვა ასაკის მამაკაცები, ისე ქალები. თუმცა, ახალქალაქში ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული საზოგადოებრივი ბარიერები: ყველა დაწესებულება როდი მიიჩნეოდა ქალებისა და გოგონებისთვის თანაბრად ღია სივრცედ.
„როდესაც რაღაც ახალს აკეთებ, არ იცი, ვინ ისარგებლებს ამით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენთან გოგონებიც შემოსულიყვნენ, ბავშვებიც და ა.შ. რადგან ჩვენთან ასეთი პრობლემაა: იხსნება ახალი ადგილი და ის მაშინვე მამაკაცების თავშეყრის ადგილად იქცევა ხოლმე, მამაკაცების მიერ „ოკუპირდება“, ასორტიმენტიც მათზეა მორგებული: ალკოჰოლი, ჩილიმი და სხვა. მე არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. მინდოდა, შეცვლილიყო აზროვნება, მენტალიტეტი. მინდოდა, რომ ჩვენთან ყველასთვის კომფორტული და მყუდრო გარემო ყოფილიყო — მამაკაცებისთვისაც, ქალებისთვისაც და ბავშვებისთვისაც“, — ამბობს ლუსინე.
მაშინ ნჰპეტს გაუჩნდა იდეა, რომ თავის დასთან ერთად ყავახანა გაეხსნა.

ახალქალაქში, თუ ადამიანებს ფული აქვთ, მას ჩვეულებრივ გასაგებ და უკვე გამოცდილ საქმეში აბანდებენ — იმაში, რაც ბაზარზე დიდი ხანია არსებობს და ბიზნესით დაკავებულებისთვის კარგად არის ნაცნობი. ამიტომ ბევრი ამჯობინებს, რომ არ გარისკოს და აირჩიოს ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაფერი პროგნოზირებადი და ჩვეულია. თუმცა „Coffeex“-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
„თუ ვინმემ ყავახანა გახსნა, მეორე გაიფიქრებს, რომ ეს მომგებიანია, რადგან იქ ხალხი დადის. ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერს აქვს თავისი თვითღირებულება და ამის გათვალისწინებით უნდა მოიფიქრო ოპტიმალური ალტერნატივა, რომ ფულიც გამოიმუშაო და ისეც გააკეთო, კლიენტმა ამ ყველაფრით სარგებლობა შეძლოს. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ საქმე ვითარდება, მათ ზუსტად ასეთივეს გახსნა უნდებათ“.
ლუსინეს თქმით, ადამიანების რაღაც ახალთან მიჩვევას დიდი დრო სჭირდება.
„ძალიან დიდ დროს ვუთმობ იმის ახსნას, თუ რა არის ესა თუ ის პროდუქტი და რისგან შედგება. მაგალითად, რა არის ალტერნატიული რძე კაპუჩინოში, რადგან ბევრს ჩვეულებრივი რძის აუტანლობა აქვს. სტარტაპების პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბევრს ჰგონია: გაიხსნებიან და მაშინვე მოვა წარმატება, რომელიც ყოველთვის ერთ დონეზე შენარჩუნდება. თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი თავისებურება: ადამიანებს ყოველთვის სურთ ახლის გასინჯვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კმაყოფილები იყვნენ იმით, რითაც მანამდე სარგებლობდნენ. და როდესაც რაიმე ახალი იხსნება, ისინი იქ მაინც წავლენ“, — ამბობს ის.
ლუსინე მიიჩნევს, რომ კონკურენცია კარგია, რადგან ის ზრდის მოტივაციას აჩენს, კლიენტებს კი სხვადასხვა ვარიანტის გასინჯვის შესაძლებლობა ეძლევათ. სირთულეები კი მხოლოდ საწყის ეტაპზე როდი იჩენს თავს — მათ ნებისმიერ დროს უნდა ელოდო და მუდმივად მზად იყო მათთან გასამკლავებლად.
„ყოველდღიურად უამრავ პრობლემას ვაგვარებ. მაგალითად, გაფუჭდა ტექნიკა — ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. აუცილებელია გქონდეს სათადარიგო გეგმა, რათა ბიზნესი არ გაჩერდეს. და ჩვენ კვლავ მოლოდინებისა და რეალობის შეჯახების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე. თუმცა, თუ ამის შემდეგაც აგრძელებ განვითარებას, დროთა განმავლობაში მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს ემთხვევა. სტარტაპების მინუსი ის არის, რომ ამ წერტილამდე ბევრმა შეიძლება უბრალოდ ვერ მიაღწიოს და დაიხუროს“, — ამბობს ლუსინე.
ლუსინე მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გახადოს თავისი ბიზნესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქის მცხოვრებლებისთვის. ის ხშირად აახლებს ინტერიერს, აკეთებს რემონტს და განვითარებისთვის ახალ იდეებს ეძებს. მის გეგმებშია „Coffeex“-ის გაფართოება და ამ სტარტაპის მომგებიან და წარმატებულ ბიზნესად ქცევა. თუმცა, მას ესმის, რომ პატარა ქალაქში ამის მიღწევა გაცილებით რთულია. სირთულეების მიუხედავად, „Coffeex“ გახდა არა მხოლოდ ადგილი, სადაც სხვადასხვა ასაკის მცხოვრებლებს ყავის სხვადასხვა სახეობის გასინჯვა შეუძლიათ, არამედ სივრცე ახალგაზრდების შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის, რომლებიც ამ დაწესებულების მუდმივი სტუმრები გახდნენ.