საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი მასშტაბით აღინიშნა ქალაქ ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში. ღონისძიება სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მიერ იყო ორგანიზებული, ქართული ენის მასწავლებლის, ნანა ხუფენიას ხელმძღვანელობით.

ღონისძიება ორენოვანი იყო და მის მთავარ თემას სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის ერთობლივი შექმნა წარმოადგენდა. თავიანთი შესანიშნავი გამოსვლებით მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს სამშობლოს, პატრიოტიზმს და დადეს პირობა, რომ იქნებოდნენ თავიანთი ქვეყნის ღირსეული შვილები. მათ ასევე შეასრულეს დღის განწყობის შესაფერისი ლამაზი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი. მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობის სიტყვებით მიმართეს.

სიტყვით გამოვიდა №4 სკოლის დირექტორი გაიანე კარახანიანიც. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სტუმრებს მონაწილეობისა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

may1

may4

may5

may6

may7

may3

may2