დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში -ღონისძიებათა პროგრამა

დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში -ღონისძიებათა პროგრამა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. ახალქალაქში დღესასწაულს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აორგანიზებს. საზეიმო ღონისძიებები ახალქალაქში ცენტრალურ პარკში გაიმართება.

11:00 – ღონისძიების დაწყება

11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;

11:00 – 18:00 ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

11:00 – 18:00 კვების ზონა (ფუდკორტი);

11:00 – 18:00 საბავშვო ღონისძიებები (ყვავილების გვირგვინების დამზადების მასტერკლასი; სახეზე ხატვა (აკვაგრიმი); ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, თამაშები);

12:30 – მოძრავი ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;

13:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;

14:00 – საბავშვო ანიმაციური საცეკვაო თამაში/აქტივობა;

16:00 – მოძრავი ორკესტრის მუსიკალური ნომრები ანიმაციური პერსონაჟების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – კვარტეტი „უნისონი“;

17:15 – გალა-კონცერტი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე