„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა. რუსეთის სახელმწიფო უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ევრაზიის ეკონომიკურ კომისიასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს უკვე აცნობა.

„„როსპოტრებნადზორმა“ დროებითი სანიტარული ღონისძიება გაატარა და რუსეთში მინერალური წყალი „ჯერმუკის“ ყველა პარტიის შემოტანა და რეალიზაცია შეაჩერა. საქმე ეხება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. პროდუქციის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება“, — ნათქვამია განცხადებაში.

აპრილის ბოლოს „როსპოტრებნადზორმა“ სომხეთში წარმოებული „ჯერმუკის“ მინერალური წყლის გარკვეული პარტიების იმპორტი და გავრცელება უკვე შეაჩერა. რუსული მედიის ინფორმაციით, წყალში ბიკარბონატის იონების, ქლორიდებისა და სულფატების ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა.