რა ღირს ერთი გრამი ოქრო მსოფლიო ბირჟებზე და საქართველოში?

22.05.2026 Newsroom სიახლე 140
რა ღირს ერთი გრამი ოქრო მსოფლიო ბირჟებზე და საქართველოში?

მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 525 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.35%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 75.9 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.46%-ით დაკლებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 395 ლარი ღირს, 750 სინჯის – 296 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 231 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.43 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.14 ლარი ღირს.

თეგები: ფინანსები
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე