კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნა ბოლო 5 წელში 77%-ით გაიზარდა . ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის საქმინობის 2025 წლის ანგარიშშია საუბარი. კერძოდ, თუ 2025 წელს აღნიშნულ დანაშაულისთვის დევნა 246 შემთხვევაში დაიწყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 139-ს შეადგენდა.
როგორც თავად უწყება განმარტავს, ბოლო წლებში მზარდია კიბერდანაშაულზე დევნის დაწყების მაღალი მაჩვენებელი, რაც განპირობებულია – „კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების, გამომძიებლებისა და ამ მიმართულების სპეციალიზებული საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორების გადამზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით“.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, კიბერ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სტატისტიკა 2020- 2025 წლებში შემდეგია:
2025 წელი – 246
2024 წელი – 185
2023 წელი – 204
2022 წელი – 204
2021 წელი – 163
2020 წელი – 139
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს სასამართლოს მიერ სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, კიბერდანაშაულისათვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით 3 780 000 ლარის ეკვივალენტი ფულადი თანხა და 122 200 ლარის ვირტუალური აქტივი.