ამინდის პროგნოზი საქართველოში 21-22 მაისისთვის: ადგილებზე მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა

20.05.2026 Newsroom სიახლე 189
ამინდის პროგნოზი საქართველოში 21-22 მაისისთვის: ადგილებზე მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

„მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე