2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Magti-ს, Silknet-ისა და Cellfie-ს მოგებამ 230,6 მლნ ლარი (ანუ დაახლოებით $85 მლნ) შეადგინა — ეს 9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აბონენტების რაოდენობა 5,8 მილიონად არის შეფასებული — ქვეყნის თითქმის ყოველ მეორე მცხოვრებს ორი სატელეფონო ნომერი აქვს.
შემოსავლები ოპერატორების მიხედვით:
▪️ Magti — 109,2 მლნ ლარი და 2,4 მლნ აბონენტი
▪️ Silknet — 79,4 მლნ ლარი და 2,1 მლნ აბონენტი
▪️ Cellfie — 41,4 მლნ ლარი და 1,3 მლნ აბონენტი