ახალქალაქის მერია შეიმუშავებს პროგრამებს, რომლებიც წარედგინება მთის დასახლებების განვითარების ფონდს მუნიციპალიტეტის განკარგულებაში არსებული 258 000 ლარის გამოსაყენებლად.

მთავრობის 30 აპრილის №878 დადგენილებით, მთის დასახლებების განვითარების ფონდიდან 24 მუნიციპალიტეტს 13,6 მლნ ლარი გამოეყოფა. მთავრობამ აღნიშნული თანხების განაწილება ფინანსთა სამინისტროს დაავალა.

ამ პროგრამის ფარგლებში, ფონდმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის 258 000 ლარი გამოყო.

თუ რა კონკრეტულ პროგრამებზე მიმდინარეობს მსჯელობა ახალქალაქის მერიაში და განვითარების რა გეგმები წარედგინება მთის დასახლებების განვითარების ფონდს – ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.