შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვრიდან მარტამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი საქართველოს 692 მოქალაქე იქნა დაბრუნებული.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა რეპატრირებული იქნა გერმანიიდან, მას მოჰყვება საფრანგეთი და იტალია.
კერძოდ, BusinessPressNews, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, აქვეყნებს იმ ათი ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც ყველაზე მეტი ქართველის დეპორტაცია განხორციელდა:
შეგახსენებთ, რომ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1 მარტს შევიდა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობებით. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, ანაზღაურებს მომთხოვნი სახელმწიფო.